LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილებას 18-ში ვიტყვიო, მოსამართლემ – მადლობა ყველას ხალხო“ – ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ზურა ვარდიაშვილის პროცესი გამთენიისას დასრულდა

139
ზურა ვარდიაშვილი

ე.წ აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი აღნიშნულ ფაქტზე, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, სასამართლო პროცესი დღეს, გამთენიისას დასრულდა:

„05:06. დასრულდა სასამართლო პროცესი. გადაწყვეტილებას 18-ში ვიტყვიო, მოსამართლემ. შსს მაგრად აიკენწლა, ხვალ მოვყვები. მადლობა ყველას ხალხო. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ადვოკატს, ილონა დიასამიძე-ს.“– წერს Facebook-ზე ზურა ვარდიაშვილი.

ცნობისთვის, „პუბლიკას“ რედაქტორი სასამართლოში გუშინ, 11 საათზე დაიბარეს, პროცესი მეორე დღეს, გამთენიისას დასრულდა.

 

mazda magti 5g