ბაჩალიაშვილების ოჯახი დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.
შეხვედრა თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან.
"სელფებს იღებს, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, გადაწეული თმებით, ძალიან ლამაზი სურათებია."
"ჩანს, რომ კარგ განწყობაზე იყო"- სად გადაიღო ბაჩალიაშვილმა უკანასკნელი სელფი, ინტერვიუ ადვოკატთან
„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემაზე. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს ეხება სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულს. ძალიან მალე ეს მასალები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, ჩამოშორდა საქმე“,-განაცხადა რამიშვილმა.
"მკითხა და პასუხს არ დაელოდა" - რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე
"კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო”
ადვოკატის ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო, დაიგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი.
რაც შეეხება ექსპერტიზებს, ავტომობილის ექსპერტიზაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან და მოწვეული იქნება სპეციალური აპარატურა, რომლითაც აქამდე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცემა.
ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ მტკიცებულებები მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით არ უნდა იყოს მოპოვებული. ჩატარდება ალტერნატიული ექსპერტიზაც“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.