LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკითხა და პასუხს არ დაელოდა” – რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე

679
BeFunky-collage (1)

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით მოცულია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

“მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში საუბრისას ბაჩანა ლობჟანიძემ თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ გოგონა 19 ივნისს, ლისზე ყოფნის დროს სიკვდილზე ესაუბრა.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან”- ბაჩალიაშვილის დედა დღეიდან შიმშილობას იწყებს 

“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე”- ვიდეოინტერვიუ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობართან

“თამარმა სუიციდზე მკითხა, კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და პასუხს არ დაელოდა. მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო” – თქვა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, ამ კითხვას, ზოგადად, სიკვდილზე საუბარი მოყვა და ბაჩანა ლობჟანიძემ გოგონას სიკვდილი ასე განუმარტა:

„სიკვდილი არის ყველაზე დიდი ილუზია, სანამ დადგება, ის არსებობს ჩვენში და რომ დადგება, ის უკვე აღარ არსებობს. ანუ მეორედ ვეღარ მოვკვდებით, გარდამავალი წერტილია.

“მოცლილი ხალხია და ჩხრიკონ უფრო მეტი”- რას ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე ფოტოებზე, რომელიც სავარაუდოდ, თამარის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული

რაღაც ფრაზას მოჰყვა ამაზე საუბარი – ადამიანი არის დინებაში და როცა ამ დინებაში ადამიანი გარდაიცვლება, ეს ყველაზე დიდი საშინელება არის-მეთქი, ეს ვუთხარი. თუ ადამიანი გარდაიცვლება უცოდნელობაში, ანუ ცოდნაში ნაკლებობით, ეს მისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა და ამას უკვე სიკვდილზე საუბარი მოჰყვა”- თქვა ლობჟანიძემ.

კითხვაზე, რატომ ელაპარაკა გოგონას საკუთარ დაბადების დღეზე სიკვდილზე, ბაჩანა ლობჟანიძე ასე პასუხობს:

“ჩვენ ბევრ თემაზე ვსაუბრობდით ხოლმე, ერთ-ერთი იყო ეს…”

გარდა ამისა, ბაჩანა ყვება, რომ თამარმა სტუდენტობის პერიოდში სამჯერ სცადა სუიციდი. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მას თამარის მეგობარმა დეა კაპანაძემ უთხრა.

ცნობისთვის, ბაჩანა ამბობს, რომ თამარი სტუდენტობისას გაიცნო. ყვება იმასაც, რომ თამარზე ჰქონდა ზეგავლენა და ის მის აზრსაც ითვალსიწინებდა. ლობჟანიძე იხსენებს კონკრეტული სელფის ისტორიასაც როცა მას არ მოეწონა როცა თამარმა ვულგარული ფოტო ატვირთა და ის მისი თხოვნით აიღო რაზეც მასთან საუბარიც ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები