LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაერთიანდით NATO-ს წინააღმდეგ – მათ სურთ გადაგვაქციონ ადვილად მანიპულირებად ცხოველებად“ | რამზან კადიროვი მოსახლეობას მიმართავს

138
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსახლეობას მიმართავს „გაერთიანდნენ NATO-ს წინააღმდეგ“.

Telegram-არხზე გავრცელებულ მიმართვაში რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს არსებობას.

მისივე განცხადებით, „NATO წარმოადგენს საშინელ საფრთხეს, რომელიც ანადგურებს ყველა მორალურ ფასეულობას“.

„ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ევროპას მოაწყვეს ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და შემოსევა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი.

თუმცა ახლა ისინი კიდევ უფრო საშინელ საფრთხეს წარმოადგენენ, ანადგურებენ ყველა მორალურ ფასეულობა, რომელიც ჩამოყალიბდა ყველა ქვეყნის ხალხის მიერ კაცობრიობის არსებობის მანძილზე. მათ სურთ გადაგვაქციონ ადვილად მანიპულირებად ცხოველებად. ეს არასოდეს მოხდება!

მოვუწოდებთ მთელ ისლამურ სამყაროს, ყველა გონიერ ადამიანს, გაერთიანდნენ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ! მათი ფული და იარაღი არაფერია ჩვენს ერთიანობასთან, ნებასთან და შემოქმედის რწმენასთან შედარებით!

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს არსებობას.

რუსეთი დაუპირისპირდა ყველა დასავლურ წინასწარმეტყველებას, დაუპირისპირდა ამ ბოროტებას და გამარჯვებისკენ დამაჯერებლად წავიდა.

ნუ მისცე უფლება „ნატომ“ გიკარნახოს, თორემ მალე მოვლენ სამშობლოს გათელად! – წერს კადიროვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები