გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და მის საზღვრებთან მყოფი დაუცველი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს (57 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. საკითხზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.

„დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად, – აღნიშნა ლიზ ტრასიმ.

მისივე განმარტებით, დახმარება განკუთვნილია უკრაინაში ყველაზე დაუცველებისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები