LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქართველი, რომელიც შოტლანდია-საქართველოს რაგბის თამაშზე ველოსიპედით მიდის [ფოტოები]

731
sandro velo

ქართველი ახალგაზრდა სანდრო დათიშვილი ევროპის გარშემო ველოსიპედით მოგზაურობს.

სანდრომ 50 დღეში 4000 კმ-ზე მეტი გაიარა და ახლა მიუნხენში იმყოფება.

დანიშნულების ადგილი ედინბურგია [შოტლანდია], სადაც 7 სექტემბერს შოტლანდია–საქართველოს რაგბის თამაშს უნდა დაესწროს.

სანდროს ველო მოგზაურობა 20 ივნისს დაიწყო და ამბობს, რომ მატჩზე დასწრების გარდა, მოგზაურობის მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა.

„ბოლომდე მგონია რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი, პიროვნული და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის და ალბათ ქვეყნისთვის. ცოტა ალბათ განერვიულებთ ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ ამ 3 თვის განმავლობაში, მაგრამ თქვენი თანადგომის და გამხნევების დიდი იმედი მაქვს,“ – დაწერა მან წასვლამდე და ამ დღის მერე, „ფეისბუქ“ ფრენდებს სხვადასხვა წერტილიდან საოცარი ფოტოებითა და თავგადასავლებით ანებივრებს.

 

მზადება მოგზაურობისთვის

პირველ დღეს 110 კმ გაიარა ქალაქ რიზემდე. თურქეთში, ქართველი ქალბატონი მანანა გაიცნო, რომელმაც როგორც თვითონ ამბობს, დიდი ჭიდაობის შემდეგ 50 ლირა ჩაუკუჭა “რამე გემრიელი შეჭამე-ო”

თურქეთის მთაგორიანი სოფლების გავლის შემდეგ, ქართველი ველო მოგზაური სტამბულში ჩავიდა.

როგორც წერს 1471 კილომეტრი და სტამბული მოგზაურობის პირველი ეტაპის დასასრული იყო.

შემდეგი გაჩერება ბულგარეთია.

სოფიაში სანდრო 17 ივლისს ჩავიდა. ბულგარეთიდანაც საკმაოდ საინტერესო ფოტოები გააზიარა.

 

საფლავი წყვილებისთვის ბულგარეთში

შემდეგი გაჩერება ბუდაპეშტი – მოგზაურობის მეორმოცე დღეს ქართველი ველო-მოგზაური ბუდაპეშტში ჩავიდა. ამით მისი მარშრუტის 50% შესრულდა.

ბუდაპეშტის შემდეგ სანდრო ავსტრიის საზღვარზე გადავიდა:

 

ავსტრია

ბოლო პოსტი ველო მოგზაურმა ავსტრიიდან დადო, სადაც ჩანს, რომ აგრძელებს ახალი ნაცნობების შეძენას და სამყაროს აღმოჩენას.