LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით რუსთაველი მოსწავლე, რომელსაც სწავლას ევროკავშირი 50 000 ევროთი დააფინანსებს

218
Untitled design

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, ანა მაისურაძეს ევროკავშირი სწავლას 50 000 ევროთი დაუფინანსებს.

16 წლის გოგოს წარმატების შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ანა მაისურაძე მსოფლიოს 6 ქვეყნის 20 მოსწავლეს შორის მოხვდა და ის სრული დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.

ანა მაისურაძე საკუთარ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ეცდება, თუ მსოფლიო არა, საკუთარი გარემო, ქალაქი და ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს“.

„ყოველთვის მინდოდა ხარისხიანი ევროპული განათლება მიმეღო. სწორედ ამის საშუალებას იძლევა საერთაშორისო ბაკალავრიატის IB პროგრამა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც, სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებ.

კონკრეტულად ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სასტიპენდიო პროგრამა. შერჩევა სამ ეტაპად ჩატარდა. შევავსე აპლიკაცია, შემდეგ გავიარე სამი გამოცდა და ბოლოს ორდღიანი გასაუბრების შედეგად აღმოვჩნდი იმ სამ ქართველ მოსწავლეს შორის, რომელთაც ევროკავშირი სრულად, 50 000 ევროს ოდენობით დააფინანსებს…

მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს სწავლას ვუთმობ, მაინც ვახერხებ. დავკავდე ჩემი საყვარელი საქმიანობებით, მათ შორის არის მუსიკა (გიტარაზე დაკვრა), ლიტერატურა, ასტრონომია და იოგა.

ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენონ, გამოსცადონ საკუთარი თავები და არ შეუშინდნენ გამოწვევებს, რადგან წარუმატებელი მცდელობაც კი, მომავალი წარმატების საწინდარია“, – ამბობს ანა მაისურაძე.

mazda magti 5g