“ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები. მოვემზადოთ ოპოზიციური ძალები მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკაზე შეთანხმებით და ამომრჩევლებთან ჩვენი გზავნილის მიტანით.” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს.
სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი
ბოკერია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ორ რამეს ადასტურებს:
1 – ის მართავს ქვეყანას და მთავრობას აკონტროლებს;
2 – მას სურს გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები და რომ პოტენციურად მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხედავს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ შანსებს.
“ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა ორი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი, რომ ის მართავს ქვეყანას და აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, კობახიძეს ბოდვა სიტყვასიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს, არსად არ წასულა პოლიტიკიდან და ეს ისედაც ვიცოდით. მეორე, რომ მას სურს გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, პოტენციურად მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხედავს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ შანსებს. ეს ორი რამ უბრალოდ დაგვიდასტურდა და ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები. მოვემზადოთ ოპოზიციური ძალები მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკაზე შეთანხმებით და ამომრჩევლებთან ჩვენი გზავნილის მიტანით.” – თქვა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია გახარიას საპასუხო გზავნილსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან იყო სადღეგრძელოები, ან განმეორება იმ პოლიტიკური პოზიციების, რაც ივანიშვილის რეჟიმს ყველა საკვანძო საკითხზე აქვს:
“ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ გახარიას მხრიდან იყო სადღეგრძელოები, ან განმეორება იმ პოლიტიკური პოზიციების, რაც აქვს ივანიშვილის რეჟიმს ყველა საკვანძო საკითხზე. არცერთ ფუნდამენტურ საკითხში გახარიას და მისი გუნდის პოზიციები არ განსხვავდება ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებისგან, გარდა გახარიას პერსონალური საქციელებისა. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არა ის, როგორ აფასებს ივანიშვილი და კობახიძე გახარიას, არამედ ის, როგორ უნდა დაიწყოს ქვეყანაში გამოსვლა იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა გახარიას მონაწილეობით როგორც დეკორაციის, თუ მოთამაშის დახმარებით შეიყვანა ეს ქვეყანა.” – თქვა ბოკერიამ.
გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. მან უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და აღნიშნა, რომ გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.
უფრო ვრცლად თემაზე: