LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, „კარუსელებს“

385
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებს გუნდში აფასებენ, როგორც „არასამართლიანს“.

ამის შესახებ გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ყოფილმა პრემიერმა არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„რა მოხდა არჩევნების დღეს? არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, „კარუსელებს“.

ამიტომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართაველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, “ — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები