LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიების კითხვებს ყველამ უნდა უპასუხოს, არც გვარამიაა გამონაკლისი – დავით მათიკაშვილი

80
matika

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიაში მუშაობა არ არის ინდულგენცია, რომელიც გამოძიებისგან დაგიცავს.

ამ განცხადებით ის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურაში გვარამიას დაბარებას ეხმიანება.

“ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული კითხვები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. 

პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი: ნიკა გვარამიას დღეს ბრალს წაუყენებენ

ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელძღვანელობით 6 763 510 ლარი იზარალა.

არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს, არ არის ნიკა გვარამია გამონაკლისი. ჩვენი, პარლამენტის ვალი არის გამოძიებაზე დაკვირვება, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

გამოძიება გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით მიმდინარებს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. პროკურატურამ ის დღეს ბრალის წარდგენისთვის დაიბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები