LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას” – ნიკა გვარამია

176
ნიკა გვარამია

მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას, – ამის შესახებ პარტია ,,ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას საკუთარი ხალხის არ უნდა ეშინოდეს.

,,შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც. თუ არა, მაშინ ქვეყანა მაინც გადარჩება – მათი პრობლემა უკვე მათი ამოსახსნელი იქნება. შენი ხალხის არ უნდა გეშინოდეს.

თქვენ არ გინახავთ ხელისუფლებები წასული? თუ უკვე გადავეჩვიეთ საქართველოში ხელისუფლების წასვლას?! ჩვენ არ გადავჩვეულვართ, გვახსოვს ნებაყოფლობით წასული ხელისუფლება. ბევრი არა, ერთი, მაგრამ მაინც გვახსოვს. ესენი წავლენ, აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა. არა რუსულ მთავრობას. როგორც გინდათ, ახლა ისე გაიგეთ და ისე იგულისხმეთ. მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

,,ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან, მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს” – აქტივისტების სამოქმედო გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები