LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებას: გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის

272
BeFunky-collage (10)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში მარნეულში კონტროლი შესუსტდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მარნეულში შეხვედრისას განაცხადა.მისი თქმით, სოფლის რწმუნებულმა, რელიგიურმა ლიდერმა და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა თითოეულ სოფელში მოსახელობის დარწმუნებაზე უნდა იმუშაოს.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხა, თუმცა ეს ასე არ არის.

„ხომ გაქვთ შიდა ტელევიზია, ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ, რადგან ოდნავ შემსუბუქდა, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ დავამარცხეთ. არა, ჯერ ასე არ არის, შორს ვართ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები