LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე – “ომიკრონი” ვაქცინირებულებს ბევრად იოლად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს

207
1

“ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, “ომიკრონი“”კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.” – ამის  შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე არსებული მონაცემების მიხედვით, ვაქცინირებულებს ის ბევრად იოლად გადააქვთ და არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

ახალი შტამის სწრაფი გავრცელებით კი, შესაძლოა, ქვეყანაში საერთო იმუნური ფენა უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს:

“უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, მრუდმა უკვე თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ უკვე შეიმჩნევა კლება. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე უკვე დაიწყო შემთხვევების კლების ტენდენცია.

იცით, რომ ერთ-ერთი თეორიაა – შესაძლოა, “ომიკრონი” გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, ანუ ვაქცინირებულებს ის ბევრად იოლად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა, ანუ ნიშნავს სწრაფი გავრცელება და შეიძლება, ბუნებრივი იმუნიტეტით, თან “ბუსტერული იმუნიტეტით” (აცრის შემდგომ ინფიცირებით) სწრაფად გადაიტანოს და ამით საერთო კუმულაციური იმუნური ფენა უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში.

მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. რადგან ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე.” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

საწოლები მობილიზებულია, რომ “ომიკრონის” ტალღის მატებას, საჭიროების შემთხვევაში, სრული მზაობით დავხვდეთ: გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g