LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: “ომიკრონის” ახალი ქვეშტამი შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს

167
ამირან

“ომიკრონის” ახალი ქვეშტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, “შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ახალი ქვეშტამი “ომიკრონზე” რთული მიმდინარეობის არ არის.

“მუტაცია მუდმივად მიმდინარეობს, ამიტომ ეს ვარიანტი ახალი არ არის, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს შემაშფოთებელი სახელი.

რაც კორონავირუსი გაჩნდა ასობით მუტაცია დაფიქსირდა, იქიდან შეშფოთების საგანი თითზე ჩამოსათვლელი გახდა. არის ამ ტიპის მუტაციები, მაგრამ ისინი შეშფოთების საგანი არ არის. არ არის რთული, ვიდრე ჩვეულებრივი “ომიკრონი”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

290 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი – დღის კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები