LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: შარშან კოვიდით ორსულის გარდაცვალების ერთი, წელს კი 8 შემთხვევა გვაქვს

100
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ “ვებინარზე” ორსულებში ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ წელს ქვეყანაში კოვიდ-19-ით ორსულების გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და სულ 8 დადასტურებული შემთხვევაა, მე-9 კი შესწავლის სტადიაშია.

გამყრელიძე: ორსულობა კოვიდ-19-ის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს პრობლემა მთელს მსოფლიოში დგას და დედათა სიკვდილიანობა ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია:

“ეს უზარმაზარი პრობლემაა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დგას მთელს მსოფლიოში. დედათა სიკვდილიანობა ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

კოვიდ-19-ის პირობებში, სამწუხაროდ, მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა. ვენ შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა, წელს გვაქვს 8 დადასტურებული და მე-9 შესწავლის სტადიაშია”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ონლაინჩართვის დროს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს და შესაბამისად, ორსულების აცრა კოვიდვაქცინით აუცილებელია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევს ორსულებს აცრას.

magti 5g