აფრიკელ პოლიტიკურ მოღვაწეს, ნელსონ მანდელას, რომელმაც მსოფლიო საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურა, ყოველთვის სჯეროდა საკუთარი ბრძოლის, იდეალების და არც შეცდა, რადგან 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ არა მხოლოდ თავისუფლება მოიპოვა, არამედ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა ჩაგვრის პოლიტიკის – აპარტეიდის გაუქმებასაც მიაღწია.

fortuna.ge გთავაზობთ ნელსონ მანდელას ცნობილ გამონათქვამებს:

* არ შემიძლია დავივიწყო, შემიძლია მხოლოდ ვაპატიო…

* ნამდვილი ლიდერი ყოველთვის მზად უნდა იყოს გაწიროს ყველაფერი საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის.

* სამყარო იმედებითა და პერსპექტივებითაა სავსე, თუმცა იმავე სამყაროში ომი, სიძულვილი და სიცრუეც ბევრია.

* განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია.

* თუ ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე დაელაპარაკები, მაშინ მის გონებასთან მოგიწევს საუბარი და თუ მისთვის ჩვეულ ენაზე დაელაპარაკები, მაშინ მის გულთან შეძლებ გასაუბრებას.

* საკუთარ თავში ცვლილებების გასაცნობიერებლად, იქ უნდა დაბრუნდე, სადაც არაფერი შეცვლილა.

* არც ისე რთულია საზოგადოების შეცვლა, ბევრად რთულია ყველა ადამიანის სათითაოდ შეცვლა.

*ხოლოდ მაშინ მოიპოვებ ნამდვილ ბედნიერებას, როცა არ იქნები ვალდებული დაუმტკიცო სხვას საკუთარი სიმართლე.

* როცა მწვერლს დაიპყრობ, მხოლოდ მაშინ დაინახავ კიდევ რამდენი მწვერვალი გაქვს დასაპყრობი.

* ადამიანის მთავარი ღირსება – მოვალეობის შესრულებაა ისე, რომ არ დაფიქრდეს მის შედეგებზე.

* ზოგს ანგრევს სირთულეები, ზოგს კი, აძლიერებს და პიროვნებად აქცევს.

* გამბედაობა – უშიშრობა არაა, გამბედაობა – შიშის დამარცხებაა. გამბედავი ის კი არაა, ვისაც შიშის გრძნობა არ აქვს, არამედ ისაა, ვინც გამუდმებით ებრძვის და ამარცხებს შიშს.

* უამარვი რამ გეჩვენება შეუძლებლად სანამ არ დაიწყებ მათ კეთებას.

* ყოველთვის გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დრო და გვახსოვდეს, რომ კეთილი საქმის დაწყება არასდროსაა გვიან.

* იყო თავისუფალი არ ნიშნავს უბრალოდ მოიცილო ბორკილები, ნამდვილი თავისუფლება პატივისცემა და სხვისი თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

* არავინ იბადება სიძულვილით. ადამიანები ასაკთან ერთად სწავლობენ შეძულებას და თუ სიძულვილი შეუძლიათ, რატომ არ შეუძლიათ ერთმანეთის შეყვარება?!

* არასდროს წაბორძიკდე და არ დაეცე – ადვილია, რთულია, ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე დადგომა.

 

მსგავსი თემები