LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებით თვალშისაცემია სკოლის პასიურობა – მაია ცირამუა ბავშვებზე ძალადობის სტატისტიკაზე

753
ciramua

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ შვილებზე ძალადობის სტატისტიკას ეხმიანება და შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საზოგადოება ძალადობაზე შეტყობინების თვალსაზირისით ძალიან პასიურია.

ამ მხრივ ფსიქოლოგი განსაკუთრებულად ხაზს უსვამს სკოლის პასიურობას და აღნიშნავს, რომ საერთოდ არ ჩანს მონაცემებში სკოლამდელი დაწესებულებების მაჩვენებელი შეტყობინებაში მონაწილეობის კუთხით.

“ძალიან საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
– არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი.
– აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება
– ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

რა არის საგულისხმო? ვინ აკეთებს შეტყობინებას? რამდენიმე ციფრს მოვიტან და დასკვნები თქვენთვის მომინდვია:
62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია);
4 შემთხვევაში – მეზობელი;
2 შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;

მოკლედ, საზოგადოება ისევ პასიურია შეტყობინების თვალსაზრისით, განსაკუთრებით თვალშისაცემია სკოლის (სკოლამდელი დაწესებულებების, რომელიც საერთოდ არ ჩანს მონაცემებში) პასიურობა. ბავშვები ძირითადად, დღის დიდ ნაწილს სკოლამდელ ან სასკოლო სივრცეში ატარებენ.
დეტალები იხილეთ შსს განცხადებაში. და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს 5 თვის სტატისტიკაა. ალბათ ამ ციფრების უკან სიტუაციის წარმოდგენა არ არის რთული,”- წერს სოციალურ ქსელში მაია ცირამუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები