LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ცირამუა: „იცოდეთ გავქრებით ხალხო, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირისკენ წავალთ… ვიღაცები ამბობენ, ევროპა დაიშლებაო… ევროპა რომც დაიშალოს, რა გვინდა რუსეთის გვერდით?!“

219
maiaciramua202345-2021-02-08_10-01-40_898197

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ევროპასთან მიმართებაში საზოგადოებაში შექმნილ არაერთგვაროვან განწყობებთან დაკავშირებით მოქალაქეებს თავის მოზარებას უზიარებს და მათ ევროპული მისწრაფეფების კვალდაკვალ ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

მის პოსტს უცველელად გთავაზობთ:

“ვხედავ ჩემს მეგობრებშიც აღმოჩნდნენ ისეთები, ევროპა ომში გვითრევს და გვრყვნისო თავიც რომ დააჯერეს და ახლა სხვებს მოძღვრავენ… ძალიან მძიმე ასატანია ეს. მაგრამ იმათი კი არ მესმის, ვისაც გულით არ უნდა საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ იქცეს, ხედავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროპამ უარი თქვას ჩვენზე, უარის თქმის შემთხვევაში იცის, ვისაც დააბრალებს და ა. შ.

მოკლედ, იმას ვამბობდი – იმათი გამკვირვებია ევროპა-ევროპაო რომ გაიძახის და ერთი საღამოც კი არ უნდა დადგეს იმ ადამიანის გვერდით მისგან განსხვავებულად რომ ფიქრობს, ” პრინციპის საკითხიაო” გაიძახის.

იმაზე უფრო პრინციპული რა უნდა იყოს, რაც ახლა ხდება?! ეს ოხერი დემოკრატიაც რა არის – ის, რომ სიჭრელეში იცხოვრო და განსხვავებული აზრის მოსმენა შეგეძლოს, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა შეგეძლოს, უკეთესი განათლება გქონდეს, უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, ჰაერი ტყვიით არ იყოს სავსე და პროდუქტი, რასაც მიირთმევ არ გკლავდეს, თავს რომ ადამიანად გრძნობდე … და შენი ხმა საარჩევნო ყუთამდე მისვლამდე და მერეც, არ გააქრონ …

იცოდეთ გავქრებით ხალხო, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირისკენ წავალთ… ვიღაცები ამბობენ ევროპა დაიშლებაო … ევროპა რომც დაიშალოს, რა გვინდა რუსეთის გვერდით, თავმოყვარე ადამიანმა მათ გვერდით როგორ უნდა იცხოვროს?! ამაზე უფრო პრინციპული რა არის დღეს?!

მე ვიცი რას ნიშნავს “მშვიდობა” რუსეთის გვერდზე, აღარ მინდა იმ ჭაობში დაბრუნება … ახალგაზრდებო, ნამდვილად არ ვისურვებ თქვენთვის ასეთ ცხოვრებას და სულ შემრცხვება თქვენი, რომ მე, ერთმა ადამიანმა ყველაფერი არ გავაკეთე იმისათვის, რომ ეს აღარ გამეორებულიყო … რა ნიჰილიზმი ხალხო, რა ხელების ჩამოყრა, რა ხელის ჩაქნევა, ერთად დავდგეთ, იმის მიუხედავად გვერდით ვინ იდგება და მშვიდობიანად, გულწრფელად მივაწვდინოთ ხმა ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ პროგრესული ხალხი ვართ”, – წერს მაია ცირამუა.

Politico: ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, ევროკომისრები მხარს უჭერენ მოლდოვასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები