LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Politico: ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, ევროკომისრები მხარს უჭერენ მოლდოვასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ

128
thumbs_b_c_29fcd92f158c82564e9d3f33988762a3

ევროკომისიის რეკომენდაცია იქნება, რომ უკრაინას მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამას გამოცემა Politico წერს.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ევროკომისიაში კარგად ესმით უკრაინელების მიერ გაღებული მსხვერპლი.

„კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სადაც ხალხს ესროლეს იმის გამო, რომ ისინი ქუჩებში ევროკავშირის დროშებით იმყოფებოდნენ“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

გამოცემა რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოს მიმართ, რომელიც ბოლო წლებში განიცდის პოლიტიკურ რყევებს და დემოკრატიიდან შესამჩნევ უკან დახევას.

„მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას,“ – წერს გამოცემა.

როგორც Politico წერს, ევროკომისია რეკომენდაციებს ამ კვირის ბოლოსთვის შეიმუშავებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მომავალ კვირაში მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები.

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები