LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვითი რისკების შემცირებაში ევროკავშირი დაგვეხმარება

133
5a709bff06551

საქართველოში ძალიან ბევრი შეიძლება გაკეთდეს გარემოს დაცვითი რისკების შესამცირებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, ალექსანდრე დარასმა, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროკავშირი მუშაობს ამ საკითხზე, რომ გავრცელდეს მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების კონცეფცია, რათა დავაფიქროთ მწარმოებელი, რომ თავისი ნაწარმის წარმოება თავიდანვე ისე დაგეგმოს, რომ ნაკლები იყოს მისგან დარჩენილი ნარჩენი, დაფიქრდეს, თუ რა ნარჩენები წარმოიქმნება და აქედან ბუნებაში ნაკლები მოხვდეს”, – აღნიშნა დარასმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის როლზე აღნიშნულ პროცესში. „უკვე წელიწადნახევარია, ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი გვყავს ექსპერტთა გუნდი, რომელიც მუშაობს აღნიშნულ და მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილების საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია, ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, ვაწყობთ დღევანდელი შეხვედრის მსგავს შეხვედრებს, რომ მათ შორის, კერძო სექტორმაც დაინახოს, რა კეთდება, თავიდანვე ჩაერთოს და ეს ყველასთვის მომგებიანი იყოს”, – განაცხადა დარასმა.

შეგახსენებთ, „რადისონ ბლუ ივერიაში” მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაცია იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები