LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეწარი კუხიანიძე საკრებულოდან უნდა წაეთრეს – ალეკო ელისაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე

387
ალექსანდრე-ელისაშვილი

ოპოზიციის ნაწილი “ქართული ოცნების” წევრის, ერეკლე კუხიანიძის, უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს . ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კუხანიძემ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

“ერეკლე კუხიანიძე არის ნაძირალა და გარეწარი. ჩვენი საამაყო კაცი ციხეშია გამოკეტილი ცხინვალში და ყველას ნამუსს წმენდს თავისი პრინციპულობით და გაუტეხლობით. ამ დროს კი, თბილ სავარძელში მოკალათებული გარეწარი კუხიანიძე კლავიატურაზე აკაკუნებს თითებს და შეურაცხყოფას აყენებს გაფრინდაშვილის ოჯახს. ასეთი კაცი უნდა წაეთრეს საკრებულოდან,” – აღნიშნა ელისაშვილმა.

პარლამენტის თანმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ კუხიანიძის პოზიცია ვაჟა ექიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას არ გამოხატავს.

“მე მივესალმები, რომ დღეს საზოგადოება ამ საკითხზე დგას ერთად. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია, მე არ მივესალმები. ბატონი ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების, მით უმეტეს – ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, ის დამატებით განმარტავს და ახსნის, რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი,” – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა. თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრი მათ იდიოტებს და პროვოკატორებს უწოდებს. ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც იცი, იქ ოკუპანტია, დაგიჭერს და სპეციალურად მიდიხარ, პროვოკაციაა.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((“

“იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – “ქართული ოცნების” წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს

ამ რთულ სიტუაციაში, ამ თემით ნებისმიერი სახის სპეკულაცია ამორალურია – დავით ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები