LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაშავებულია, ასდის საშინელი სუნი, რაღაც ხდება, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს” – ადვოკატი სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და უპრეცედენტო სასამართლო პროცესებს აანონსებს

9948
ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უპრეცედენტო სასამართლო პროცესს აანონსებს და აცხადებს, რომ დაცვის მხარე ამისთვის უკვე ემზადება. როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნული პროცესები ქართულ და უცხოური იურიდიულ სახელმძღვანელოებში შევა.

“ეს არ იქნება მარტივი გასეირნება, მარტივი სასამართლო პროცესი. არ იქნება ადვილი, ქართული მართლმსაჯულება საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება. ამას ნახავს მთელი საქართველო. მოგეხსენებათ, სასამართლო პროცესების გადაღება უკანა მხრიდან ხდება, ჩვენი მოთხოვნა იქნება წინა პლანიდან მოხდეს გადაღება. მოვითხოვთ მონიტორები დამონტაჟდეს პროცესზე, გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც გვინდა ვიზუალურად დავანახოთ მოსახლეობასაც და პირველ რიგში სასამართლოს. საკმაოდ რთული დილემის წინაშე დადგებიან, იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს უარყოფს სასამართლო, ყველა კანონის, კონვენციის დარღვევა იქნება, წარმოუდგენელი რაღაც იქნება, ამ მრავალჭირნახული ქართული მართლმსაჯულებისთვისაც კი. ასე, რომ დაცვის მხარე ემზადება. ამ ფორმატით რა ფორმატითაც ვამზადებთ ექსპერტიზის დასკვნას და არა მარტო, უბრალოდ ჯერ მეტის თქმის უფლება არ შემიძლია, ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია არ მინდა წინასწარ გავაჟღერო. ამ ტიპის გამართული პროცესი, საქართველოში კი არა, რომ მოვიძიეთ ევროპაშიც არ ყოფილა. ეს იქნება პრეცედენტული, დარწმუნებული ვარ შევა როგორც ქართულ, ისე უცხოური იურიდიულ სახელმძღვანელოებში. თავადაც დარწუნდებით, როცა სასამართლო პროცესები დაიწყება”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს.

“რატომღაც ძალიან შავი ფერი აქვს მიღებული სახეზე, გაშავებულია ადამიანი, ასდის საშინელი სუნი. პალატაში, სადაც იმყოფება, ოდნავ იღება ფანჯარა, ორგანიზმში რაღაც ინტოქსიკაცია მიმდინარეობს ფაქტია, რაღაც ხდება. ეს შეიძლება იყოს აზოტი, ან სხვა პროცესები ხდება, რაც მე ექიმებისგან კონსულტაცია გავიარე. ფაქტია ერთი, მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა, სიცხე აუწევს ეძლევა სიცხის დამწევი, წნევა აქვს ეძლევა წნევის დამწევი, ის, რომ ორგანიზმი მოვიდეს სრულ მუშაობაში და იმუნურმა სისტემამ დაიწყოს განკურნება,  ეს პროცესები ვერ ტარდება და ვერც ჩატარდება. ერთ-ერთი ცნობილი ექიმი, რომელიც სასამართლო პროცესზე დაიკითხება, მე გამოვკითხე ეს ადამიანი, მან თქვა, ის, დაავადება რაც სააკაშვილს ჭირს, მაგალითად, კუნთების განლევისთვის სჭირდება 5 პუნქტიანი პროცედურა, ერთ-ერთი ტარდება უნიკალურად წყალტუბოში, მაგრამ ამ პროცედურას რომ დაამთავრებს, 15 წუთში უნდა ჩაუტარდეს მეორე პროცედურა, აუცილებელია ამ 15 წუთიანი ინტერვალების დაცვა, მეორე პროცედურა ტარდება დიღომშია ერთი საავადმყოფო, მესამე ტარდება ქავთარაძის კლინიკაში, მეოთხე და მეხუთე საქართველოში არ ტარდება. ჩვენ ვაყენებთ ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას, ან გადავადებას, მერე უკვე მისი და მისი ექიმების გადასაწყვეტია საზღვარგარეთ წაიყვანენ თუ საქართველოში უმკურნალებენ”, – ამბობს ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები