LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული ათწლეულის საუკეთესო ფილმები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს 21-ე საუკუნის კინემატოგრაფიაში

564
Untitled design

გასული ათწლეულის საუკეთესო ფილმები – 2020 წელმა მთელი ათწლეული დაასრულა, რამაც ექსპერტებსა და რიგით კინომოყვარულებს გასული წლების შეჯამება გადააწყვეტინა. გთავაზობთ გასული ათწლეულის საუკეთესო ფილმებს, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს 21-ე საუკუნის კინემატოგრაფიაში.

ხელშეუხებლები“ (The Intouchables, 2011) – პარალიზებული მილიონერი მომვლელად ახალგაზრდა შავკანიანს ქირაობს კრიმინალური წარსულით. თუმცა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თანამშრომლობა ნამდვილი მეგობრობა ხდება, რომელიც სამუდამოდ ცვლის ორივე პერსონაჟის ცხოვრებას. შეკითხვას, რატომ არ შეეშინდა წელს ქვევით მოწყვეტილ მილიონერს საეჭვო რეპუტაციის ახალგაზრდას დაქირავება, ფილიპი თავად პასუხობს: „ადამიანი მჭირდებოდა, რომელსაც ჩემი რთული ცხოვრების არ შეეშინდებოდა, დრისი კი, სწორედ ის იყო, ვისაც საერთოდ არაფრის ეშინოდა“.

საუკეთესო ფილმები - fortuna.ge

„მონობის 12 წელი“ (12 Years a Slave, 2013) – თავისუფალი ფერადკანიანი სოლომონ ნორტაპი თაღლითების წყალობით ექცევა მონობაში. ერთი პატრონის სისასტიკეს, მეორეს კეთილგანწყობა ცვლის, რაც მთელი 12 წლის მანძილზე გრძელდება და სოლომონს არა მხოლოდ გადარჩენისთვის არამედ ღირსების შენარჩუნებისთვის ბრძოლას აიძულებს. Vogue-ის კინოკრიტიკოსის ჯონ პაუერსის განცხადებით, ფილმი საუკეთესო ილუსტრირებაა მონობაში აღმოჩენილი ადამიანის ისტორიისა, რადგან ნოვატორულად გადმოსცემს ადამიანის სწრაფვას ოცნებებისკენ და მის მიზანს გახდეს სხვებზე უკეთესი.

საუკეთესო ფილმები - fortuna.ge

უვეს მეორე ცხოვრება“ (En man som heter Ove, 2015) – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტოდ დარჩენილმა უვემ ცხოვრების აზრი დაკარგა და მთელი სამყარო მოიძულა. თუმცა, მოულოდნელად მის ცხოვრებაში ახალი მეზობელი – ახალგაზრდა ქალი იჭრება ოჯახთან ერთად, რომელიც რადიკალურად ცვლის მის ყოველდღიურ ყოფას. ფილმი შვედი მწერლის ფრედერიკ ბაკმანის ბესტსელერის მიხედვით შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით 38 ენაზე ითარგმნა.

საუკეთესო ფილმები - fortuna.ge

„ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody, 2018) – ლეგენდარული Queen-ისა და ფრედი მერკურის ეკრანულ ისტორიაში მთავარი როლის შემსრულებელი რამი მალეკისთვისთვის ყველაზე რთული პროთეზის ტარება აღმოჩნდა, თუმცა ფილმის გადაღებების ბოლოს ისე შეეჩვია ხელოვნურ კბილებს, რომ როგორც თვითონ აღნიშნა, „მათ გარეშე შიშველი ეგონა საკუთარი თავი“.

საუკეთესო ფილმები - fortuna.ge

„ჯოკერი“ (Joker, 2019) – ფსიქიურად აშლილი უიღბლო კომიკოსი არტურ ფლეკი სუპერ ბოროტმოქმედად გადაიქცევა, რომელიც შიშის ზარს სცემს მთელ გოთემ-სითის. ხოაკინ ფენიქსმა, რომელმაც „ოსკარი“ დაიმსახურა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, მანამდე ორჯერ თქვა უარი Marvel-ის სუპერგმირების – დოქტორ სტარჯესისა და ბრენერის განსახიერებაზე.

საუკეთესო ფილმები - fortuna.ge

ასევე იხილეთ: 

რას ვუყუროთ? – 2021 წლის იანვრის საუკეთესო კინოპრემიერები 

ყველა დროის საუკეთესო 10 სათავგადასავლო ფილმი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები