LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავიმარჯვეთ მაშინაც, გავიმარჯვებთ ახლაც! – ზელენსკი უკრაინელებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

68
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მაშინ უკრაინამ ნაციზმზე გაიმარჯვა და ახლაც აუცილებლად გაიმარჯვებს:

“ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა.

ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება. ზოგს კი ერთიც არ ექნება.

მაშინ გავიმარჯვეთ, ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ – უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g