LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ცნობით, დაჭრილი მამაკაცი 23 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაა – რა მოხდა გურიაში

116
კვლელობა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა ბრალდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ჭ-მ, რომელიც დაზარალებულთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

ვინაიდან ვ.გ. თავს არიდებს გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა – ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ცნობისთვის, დღეს ოზურგეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ორი დღის წინ 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაა.

ექიმის განმარტებით, პაციენტს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. როგორც მედიკოსი ამბობს, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.

“სხეულის მთელ ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, ორივე ზემო და ორივე ქვემო კიდურზე, კისრის არეში, ორივე მტევანზე. ახლახან დამთავრდა ოპერაცია, ჭრილობები დამუშავდა, გაიკერა. გადაყვანილია პალატაში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე,” – აცხადებს “მედალფას” ოზურგეთის კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები