ოზურგეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის თანმხლებ პირთან ერთად ავტომანქანით ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა.
ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს. როგორც ექიმმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
„შემოყვანისთანავე ამოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.
მას სიცოცხლე ნიშნები არ აღენიშნებოდა, მიუხედავად ამისა ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ რეანიმატოლოგმა რამაზ ზერებცოვმა.
მოკლული მამაკაცის ოჯახი მედიასთან ამ ეტაპზე არ კონტაქტობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლის ბრალდებით მიმდინარეობს.