LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვი: აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

162
სერგეი გავრილოვი

რუსი დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს.

როგორც მან News.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, უნდა გაიზარდოს იმ ავიაკომპანიების რიცხვი – „მათ შორის, მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლას განახორციელებს.“

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი – სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა: ეს ინდულგენციაა“: სერგეი ლავროვი

„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომის მიმართ დამოკიდებულების გამო, აუცილებელია, რომ აღდგეს არამხოლოდ ავიამიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის.“ – განაცხადა სერგეი გავრილოვმა და დასძინა, რომ საელჩოსა და საკონსულოს არსებობა საქართველოში მათ შორის „კონტაქტების გაღრმავებას დაეხმარება.“

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  საქართველოს ხელისუფლება შეაქო, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

ამავე თემაზე: 

„უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის“ – პრეზიდენტი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს

“თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე

კალაძე რუსეთთან ფრენის შესაძლო აღდგენაზე – „ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g