LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვი: რუსეთის დელეგაციის საქართველოში ყოფნის დრო არ შემცირდება  

501
65055447_401582770450411_7986587387373289472_n

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი  საკანონმდებლო ორგანოში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეწყვეტას უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმის ჩაშლის უვარგის მცდელობას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდება.

გავრილოვი ამბობს, რომ სხდომა რადიკალებმა შეაწყვეტინეს და წყალი შეასხეს.

“ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ და ჩვენ მხარს გვიჭერებ დელეგაციები იორდანიიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან… ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ”, — განაცხადა სერგეი გავრილოვმა რუსულ პროსახელისუფლებო გამოცემა  „რია ნოვოსტისთან.

ამასთან, რუსეთის დუმის დეპუტატმა აღნიშნა, რომ  არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხე. ჯერჯერობით უცნობია, რა მოლაპარაკებებს გულისხმობს რუსეთის დუმის დეპუტატი.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი ასევე განმარტავს, რომ „დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა“, რასაც გავრილოვი უარყოფს.

რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

პარლამენტთან დაწყებული აქცია სასტუმრო “რედისონთან” გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. „პუტინ ხუილო”, “გაუმარჯოს საქართველოს”.

რედისონს კვერცხებს ესვრიან [ვიდეო]

პარლამენტთან დაწყებული აქცია სასტუმრო “რედისონთან” გრძელდება.

სასტუმრო „რედისონში“ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმყოფება.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

კობახიძე: როგორც კი შევიტყვე გავრილოვზე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება

"ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ"

პარლამენტში მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის  განცხადებით, მძიმე სანახავი იყო, როცა  მის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი ნახა.

 

 

ფოტოზე: ასამბლეის სხდომა ყოველწლიურად იმართება. შარშან ათენში ჩატარდა და ფოტოც ასამბლეის ოფიციალური გვერდიდანაა აღებული, რომელზეც მარჯვნივ სერგეი გავრილოვია.