პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში რუსი დეპუტატების პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება.
ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება
როგორც ჩუგოშვილი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ნახვამ გაანადგურა.
„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. არ ვიცი, რა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.
გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლით არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს
რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი წაიყვანს, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ზის. ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. მათი განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს. რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც.