LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულის მთავარი ფერი ნაპოვნია –  ქეით მიდლტონი სააღდგომო წირვაზე ულამაზეს ცისფერ პალტოში გამოჩნდა

254
kate

17 აპრილს უინძორის სასახლის ტაძარში ტრადიციულ სააღდგომო წირვა გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. პირველად 50 წლის მანძილზე წირვას ვერ დაესწრო დედოფალი ელისაბეთი. სამაგიეროდ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი უინძორის სასახლის ეზოში შვილებთან ერთად გამოჩნდნენ. მათთან ერთად ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.

ქეითი ამ დღეს ბრწყინავდა „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზეს ცისფერ პალტოში, რომელიც ამავე ფერის ხელჩანთასთან და ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს კი ლურჯი ფერის შლაპა ასრულებდა.

ქეით მიდლტონის მორიგი მოდური გამოჩენა ოდრი ჰეპბერნის „ჩემი მშვენიერი ლედის“ სტილში

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი პრინცი ფილიპის წლისთავზე შვილებთან ერთად მივიდნენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g