LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა გნოლიძეს პოლიტიკოსი დაემუქრა?

352
gelagnolidze

მუსიკალური პროდიუსერი და „ღამის შოუს ბენდის“ პროდიუსერი გელა გნოლიძემ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის ლაივში სიტყვიერად დაემუქრა. გნოლიძის თქმით, ეს მუსიკალურ ნომერს უკავშირდება, მაგრამ მისთვის უცნობია, რომელმა ხუმრობამ გააღიზიანა პოლიტიკოსი.

„ჩვენ კი ძალიან ვიცინეთ და ვიხალისეთ, მაგრამ მინდა დავამსხვიო მითი, რომ შალვა ნათელაშვილს კარგი იუმორი აქვსო, რომ იძახიან, როგორც ჩანს არ ჰქონია. ლაივი ჰქონდა ბატონ შალვას და თქვა, რომ გელა გნოლიძემ იმღერა ჩემზე რაღაც სიმღერაო, ყბებს ჩამოვუნგრევდი დიდი სიამოვნებით, უბრალოდ სტატუსი არ მაძლევს ამის საშუალებასო. არ ვიცი რაზე განაწყენდა. ალბათ ჩვენს შოუში სახუმარო მუსიკალურ ნომერში, რაღაც არ მოეწონა და ასე ღიად გადაწყვიტა მუშტი-კრივზე გადმოსულიყო. ჩვენ მაინც ვიღიმით, იმედი გვაქვს ერთგვარი ხუმრობა იყო“, – ამბობს გნოლიძე და ლეიბორისტების ლიდერს მიმართავს:

„გაიცინეთ ბატონო შალვა, ეს იუმორისტული ნომერი იყო. თუ გაქვთ რამე იქნებ გამოგვიგზავნეთ, ჩვენ ვერ ვიპოვეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g