LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

127
20181014214418

გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

„2015 წლის განმავლობაში ვიყავი „რუსთავი 2“-ის ფინანსური დირექტორი. დაზუსტებით არ განუმარტიათ, თუმცა სავარაუდოდ, ამ პერიოდის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აინტერესებთ ჩემი მოსაზრება. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი“, – განაცხადა დამენიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

კითხვაზე, ელოდება თუ არა სამართლებრივი სტატუსის შეცვლას, კახა დამენია ამბობს, რომ საქართველოში ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები