ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
ღარიბაშვილმა მისი შვილები დაახასიათა და მათ მისწრაფებებზე ისაუბრა.
„ ნიკოლოზი არის უფროსი, კარგად სწავლობს, არის წყალბურთელი. გატაცებულია აღმოსავლული ორთაბრძოლებით. ძალიან ბევრს მუშაობს. უყვარს ნადირობა და არის ძალიან ლაღი ბავშვი.
უსამართლობა არ უყვარს და არ უყვარს, როდესაც მამამისს აკრიტიკებენ.
ანდრია არის 11 წლის, ძალიან ღრმა ბავშვია. ამბიციურია, მასაც პოლიტიკა აინტერესებს. ძალიან კარგად სწავლობს. ყოველთვის პირველობის ამბიცია აქვს, ისევე როგორც ნიკოს.
რამდენიმე ენას სწავლობენ: ინგლისურს, ფრანგულს, რუსულს. ნიკოლოზმა ახლა ჩინურის სწავლა დაიწყო. ანდრიას რატომღაც ივრითი აინტერესებს. ახლა აპირებს, რომ ებრაულის შესწავლა დაიწყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მისი უმცროსი შვილებიც გაბრიელი და ნინოც ასევე ამბიციური არიან.
პრემიერის თქმით, ნინო რომ გაიზრდება, პრემიერობა უნდა.
„დიდი რომ გავიზრდები, პრემიერი ვიქნები“, – ამბობს პრემიერის გოგონა.