LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს” – რომი პაპი

87
რომი

დღეს რომის პაპმა გენერალური ასამბლეის ვიდეომიმართვაში კორონავირუსზე ისაუბრა და თქვა, რომ ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ გლობალურმა პანდემიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ. თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნიათ”, – ამბობს რომის პაპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები