LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზას საზღვარზე “ჰამასმა” ისრაელის ჯიპს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლა – დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა

95
BeFunky-collage (12)

დღეს, დილით, ღაზას საზღვარზე რადიკალურმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელის ჯიპს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლა. შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მათგან ერთ-ერთს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

სასწრაფოდ შეწყვიტეთ ცეცხლი! დამანგრეველია ომის საფასური და მას უდანაშაულო ხალხი იხდის: გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი

საპასუხოდ იერიშით კი ისრაელი იმ ნაწილს დაესხა თავს, საიდანაც რაკეტა ისროლეს. პალესტინის მედიის ცნობებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 050-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს, 200 ანკლავის შიგნით დაეცა.

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ – “ჰამასმა” ისრაელის დედაქალაქი თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა.

პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვითარება 10 მაისს მას შემდეგ დაიძაბა, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდასხმებს 26 პალესტინელის, მათ შორის 9 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა: ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები