გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ისრაელი-პალესტინას კონფლიქტს ეხმიანება და მოუწოდებს ორივე მხარეს, დესკალაციის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თანაბრად აიღოს.

ტორ ვენესლანდი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ვითარება რთულდება და სრულმასშტაბიანი ომისკენ მიდის:

“სასწრაფოდ შეწყვიტეთ ცეცხლი. ჩვენ სრულმასშტაბიანი ომისკენ მივდივართ. ყველა მხარის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სიტუაციის განმუხტვაზე. ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია და მას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო მუშაობს ყველა მხარესთან სიმშვიდის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე.” – წერს ვენესლანდი.

 

ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს. 

ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასეთია: როგორც  Al Jazeera  ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,  დაღუპულთა რიცხვი 43-მდე იზრდება, აქედან 13 ბავშვი და 3 ქალია.

ისრაელზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 ადამიანი. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ქვეყნის მიმართულებით, დაახლოებით, 1500 რაკეტა ისროლეს. დაჭრილია, სულ მცირე, 290 ადამიანი.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები