LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღაზას სექტორში შევალთ, მისიას დავიწყებთ და გონებაში გვექნება ორი კვირის წინ შაბათის სცენები და დაღუპულები..“ – ისრაელის თავდაცვის ძალები

180
Untitled design (2)

„ღაზაში მტერი ბევრ მოულოდნელ რაღაცას გვიმზადებს, მაგრამ ჩვენც ვუმზადებთ“, – აღნიშნული განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა სამხედროებთან შეხვედრისას გააკეთა.

ჰერზი ჰალევის თქმით, ღაზის სექტორში შესვლის შემდეგ „ჰამასის“ პერსონალისა და ინფრასტრუქტურის განადგურების მისია დაიწყება.

„ღაზას სექტორში შევალთ. „ჰამასის“ პერსონალის, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის განადგურების ოპერატიულ და პროფესიონალურ მისიას დავიწყებთ, და გონებაში გვექნება ორი კვირის წინ შაბათის სურათები, სცენები და დაღუპულები.. ღაზა რთულია, ღაზა მჭიდროა, მტერი ბევრ რაღაცას ამზადებს იქ, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ რაღაცებს მათთვის“, – განაცხადა ჰალევიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები