ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ავრცელებს. განადგურებულია ორი სახლი, ასევე რაკეტების გასაშვები და საჰაერო-თავდაცვითი სისტემები.
მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა.
დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.