LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, თანაც ორი… ახლა მონატრება უფრო მეტია… ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს” – მამა გიორგი ჯიბუტი

13771
BeFunky-collage (2)

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. დღეს, რომელიც მთლიანად საქართველოსთვის დიდ ტკივილთან ასოცირდება, დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო 23 წლის გოგო ივლიტა ჯიბუტი.

გარდაცვლილი გოგოს მა­მა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) ტრა­გე­დი­ის ღა­მეს იხ­სე­ნებს და ივ­ლი­ტას გარ­დაც­ვალე­ბის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბის სირთუ­ლე­ზე სა­უბ­რობს.

“ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, ორი თანაც… როცა დაიბადა ივლიტა, სიხარულის გრძნობა მქონდა რა თქმა უნდა, რომ გრძელდება სიცოცხლე ჩემი შვილის ამ პატარების სახით. მადლობელი ვარ ჩემი შვილების, რომ ეს სახელი დაარქვეს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ორივეს ჰქვია ივლიტა.

სიხარულის გრძნობაა, მაგრამ ჩემ შვილს ხომ ვერ შეცვლის თავისთავად.

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

13 ივნისის საღამოს, როცა სახლშიც შემოაღწია წვიმამ, ჩემს შვილს დავურეკე, ორშაბათს გამოცდა ჰქონდა და დავრეკე, რომ ბავშვებს წვიმის არ შეშინებოდათ. ივლიტამ მიპასუხა, რომ დათო სახლშია და მეც დავმშვიდდი. 12-ის ნახევარზე კი უკვე დათომ დარეკა, ჩქარა სახურავზე ვართ და მაშველები გამოიძახეო.

დავრეკეთ. გამოაგზავნეს მაშველები. დაახლოებით, 10-15 წუთში მოვიდნენ. ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ.

ვეღარ მივუსწარით… ჩემი სიძე დავინახე წყლიდან ამოდიოდა და ყვიროდა.ძნელია, წარმოუდგენელია, მშობელმა შვილი დაკარგოს. მანამდე ხშირად მიფიქრია, რომ ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება.მე 5 შვილიშვილი მყავს და ყველას თავისი ყურადღება და მოფერება სჭირდება.

ახლა მონატრება უფრო მეტია…”- აცხადებს ივლიტა ჯიბუტის მამა “მთავარ არხთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g