LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელი გარდაიცვალა

3555
DSC0427-e1509091906435

84 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი გარდაიცვალა. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. ის მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა და თავის შემოქმედების სახით, ისევე როგორც საქართველოს,ასევე მსოფლიოს ნამდვილი მუსიკალური საგანძური დაუტოვა.

გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.

სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

ლეგენდარულ კომპოზიტორს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი. გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი”

მანანა მანჯგალაძე: “ის წავიდა …დაგვრჩა მისი მუსიკა…”

,,ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები