LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

143
bokeria-cr-739x428

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე თამარ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე განცხადებით, ბოკერიას პროკურატურაში დაბარება უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში დადებულ კონტრაქტებს ეხება.

ბოკერიას გამოკითხვის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს, რომ საგამოძიებო ორგანოში ხვალ არის დაბარებული.

“გიგა დაკითხვაზე დაიბარეს. უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში დადებულ კონტრაქტებს ეხება.

აი 2014 წელს რომ მიხვდნენ, რომ აღარ უნდა გაეგრძელებინათ და დაივიწყეს.

ის გაიხსენეს.

გიგა ბოკერია და საქართველოს ორი ყოფილი ელჩი ამერიკაში.

მგონი ძალიან კარგად კრისტალიზდა ყველაფერი,’-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს მიერ “დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე” გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

https://www.facebook.com/tchergo/posts/10216563645543685

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები