LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს

187
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდოდმარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს“.

მისი განცხადებით, „ტრაგიკულია, რომ გვყავს რეჟიმი, რომელმაც ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა“, ამიტომ ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ – საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე“ – შალვა პაპუაშვილი

„როგორც კი უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მორჩება და დარწმუნებული ვარ, რომ მორჩება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ეს ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელსაც არათუ არაფერი გაუკეთებია, რომ საქართველო ამავე კონტექსტში ყოფილიყო და ეს ნაბიჯი გადაგვედგა, არამედ პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა. საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს, რომ უკრაინას საქართველო მიჰყვეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს – პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ღია წერილს აქვეყნებს

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების“ ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ

magti 5g