LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „ზოგჯერ ვერ ვასწრებთ ყველასთან მისვლას, დაგვგვიანებია და ადგილზე მისულებს ცოცხალი აღარ დაგვხვედრია მოხუცი…“

127
gigamaqarashvili

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ჟურნალ; „თბილისელებთან“ საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:

„უამრავ გაჭირვებულს ვხედავთ ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმეა და სამწუხაროდ, ბევრი პირდაპირ ქუჩიდან მიგვყავს. ისეთი რთული მდგომარეობაა, ვინც შარშან გვეხმარებოდა, წელს თავად გვთხოვს დახმარებას. ვბრაზობ, რატომ უნდა ცხოვრობდეს ჩვენს ქვეყანაში ამდენი ღატაკი? ე.ი. რაღაც არასწორად კეთდება. ეკრანზეც ჩანს ხოლმე ჩემი ბრაზი და ძალიან მრცხვენია, თუ ეგეთ ბობოქარს ვგავარ. რეალურად ბოროტი არ ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ვბრაზდები ხოლმე…

ასობით მოხუცი გვყავს, ვისაც ვცდილობთ, ყოველდღიურად მივეხმაროთ. სხვა ადამიანებიც გვეხმიანებიან და მოხუცებზე იღებენ პასუხისმგებლობას, ხან ინდივიდუალურად, ხან – სხვებთან ერთად. ძალიან მიმძიმს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვასწრებთ ყველასთან მისვლას, დაგვგვიანებია და ადგილზე მისულებს ცოცხალი აღარ დაგვხვედრია მოხუცი. ეს ძალიან რთულია. ვცდილობთ, მოხუცებს მედიკამენტები და საკვები არ მოვაკლოთ და საცხოვრებლით ვუზრუნველყოთ. ძალიან გვეხმარებიან ემიგრანტები…“