LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „ფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო!..“

3797
giorgifxakadze297

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს ვაქცინის მესამე ბუსტერული დოზის აუცილებლობის შესახებ და აქვეყნებს შესაბამის კვლევასაც.

„ფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო❗️

✅დაბალეფექტური ვაქცინების (ჩინურები, რუსულები და ბრიტანულიც) შემთხვევაში ბუსტერის არშეათავაზება არის დანაშაული❗️ და გვეყოს ეს არაპროფესიონალიზმი საქართველოში❗️

✅ისრაელის ვაქცინაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ასაკოვან მოსახლეობას შესთავაზონ მესამე ბუსტერული დოზა.

✅60 წლის ასაკის ზემოთ სერიოზული დაავადებისგან დაცვის ეფექტი შემცირებულია 97% დან 81% მდე.

✅წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ადრეულ პერიოდში (იანვარი) აცრილი პირების დაცვის ეფექტი ფაზიერის ვაქცინაზე შემცირებულია 16%-მდე.

✅და კიდევ ერთი კომენტარი „ვაი ექსპერტებს“ – ვაქცინაცია არ არის ერთადერთი! ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება სამედიცინო პირბადესთან და დისტანციასთან ერთად❗️ამ პანდემიის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ სამივე კომპონენტი არის ერთდროულად ამოქმედებული: 1. სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან და ყოველთვის + 2. ხალხმრავალი ადგილდებისთვის თავის არიდება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა + 3. ეფექტური ვაქცინაცია (2 დოზა „ფაიზერ“ი ან დაბალეფექტური ვაქცინები+1 დოზა „ფაიზერის“ ბუსტერი)

✅ჯანმრთელობას გისურვებთ“.

https://www.theday.com/article/20210713/NWS13/210719812?fbclid=IwAR3rhy6cwPfE35kQrVgnLvCzrURxpYp0pC9yr5l7DUvtmtFLy_RWmAMR4Fk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები