LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „კორონავირუსის დელტა, ანუ ინდური ვარიანტი არის ძალიან საშიში მოვლენა… საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება…“

259
giorgifxakadze5

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს კორონავირუსის ინდური შტამის, ე.წ. დელტა ვარიანტის შესახებ და აღნიშნავს, რომ ინდოეთში კორონასგან მილიონზე მეტი ადამიანია ოფიციალურად გარდაცვლილი, ხოლო არაოფიციალური სტატისტიკა ამ რიცხვს სავარაუდოდ, სამჯერ აჭარბებს.

გიორგი ფხაკაძე:

„დელტა, ანუ „ინდური“ ვარიანტი კორონავირუსის არის ძალიან საშიში მოვლენა…

1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მარტო ინდოეთში კორონავირუსისგან. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციფრი 3 მილიონს აჯარბებს.

ინდური ვარიანტი არის ძალიან გადამდები და ერთ კვირაში ისეთი რამ ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების განმავლობაში ვერ ქნა. ახალი ინფიცირების მაჩვენებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?! მარტი ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული შემთხვევის 96% ინდური ვარიანტია, ამერიკაში – 10%, საფრანგეთში – 4%…

საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება. პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად…

რა ვქნათ?!

სამედიცინო პირბადე

ორმეტრიანი დისტანცია

ფაიზერი, რატომ ფაიზერი და იმიტომ… 86%-ით იცავს ინდური ვარიანტისგან, გასაგებია?! დანარჩენ ვაქცინებზე არც ვაპირებ საუბარს… დავიღალე იმის მტკიცებით, რომ თეთრი ფერი თეთრია და შავი ფერი – შავი…

არ დაიღალეთ ამდენი უაზრო ტყუილის მოსმენით?!

მე დავიღალე, ოღონდ მართლა.

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები