LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, საქართველოში ხალხი ჭურში ზის და იქიდან გამოსვლა არ უნდა.. სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს ძალიან არასასიამოვნო ვარიანტს მივიღებთ“

829
გიორგი ფხაკაძე

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიო მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ჩინეთში კოვიდპანდემიის ახალი ტალღის დაწყების შესახებ.

Airfinity: ჩინეთში კოვიდით ყოველდღიურად 9 000 ადამიანი იღუპება

ჩინეთში არსებულ ვითარებაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოში პანდემიის შესაძლო ახალი ტალღის დაწყებაზე, საზოგადოებას ყოველდღიურად უზიარებს ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! კოვიდი უკონტროლო გახდა! – რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას

ამჯერად, ჯანდაცვის ექსპერტი „ფორტუნას“ ესაუბრა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელიც ჩინეთში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს ელის:

„ამ წუთს, საქართველო აბსოლუტურად დაუცველია, ვაქცინა არ გვაქვს, პირბადეებს არავინ იყენებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია. მივიღებთ იმას, რომ ახლა ვიძახით: „ვაიმე, ვაიმე“, რამდენიმე კვირაში გადავალთ „ვუიმეზე“, – ამბობს ექსპერტი.

 

„800 მილიონი ჩინელი დაინფიცირდება“  – აიცილებს თუ არა თავიდან მორიგ კოვიდტალღას საქართველო

 

გიორგი ფხაკაძე ჩინეთში არსებულ კოვიდსტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნავს, რომ თუ ამ ეტაპზე, ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი, 10 000 ადამიანია, თვის ბოლოს მაჩვენებელი 25 000-მდე ავა.

მორიგ ეპიდაფეთქებას გიორგი ფხაკაძე ორ მიზეზს უკავშირებს:

◾ ჩინურ ვაქცინებს, რომლებიც მისი თქმით, არ მუშაობს;

◾ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მკაცრი საკარანტინე ზომების მოხსნას.

„ჩინეთში იმდენად რთული სიტუაციაა, კრემატორიუმებში ადგილები არ არის, ადამიანებს 2-3 თვე უწევთ დაწვა. საუბრობენ, რომ ამ ზამთარს 2 მილიონზე მეტი ჩინელი გარდაიცვლება. საუბარია, რომ 800 მილიონი ჩინელი დაინფიცირდება.

გიორგი ფხაკაძე იყო ერთადერთი და არის ქართულ სივრცეში, რომელიც ამბობდა, რომ ჩინური ვაქცინები არ ვარგა. პრაქტიკულად, ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც კი სამ ვაქცინას გვთავაზობს, ალბათ, ძალიან ძვირ ფასებში აქვთ ნაყიდი უვარგისი ჩინური ვაქცინები. ჩინელების უმრავლესობა ჩინური ვაქცინით არის აცრილი.

ჩინეთი მკაცრ საკარანტინე ზომებს იყენებდა, ამას პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა: ჩინეთის მთავრობას ქვეყნის მოსახლეობის ტოტალური კონტროლი სურდა, რაც შეძლეს. სისტემა დაიხვეწა, ახლა უკვე ყველა მოქალაქე კონტროლდება. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება და სრულიად გახსნეს ქვეყანა.

ჩინეთის მოსახლეობა არის არავაქცინირებული, რადგან ჩინური ვაქცინა არაეფექტიანია. პრაქტიკულად, ამ ჩაკეტილი 2-3 წელიწადის შემდეგ, გრიპების და კოვიდის წინააღმდეგ არანაირი იმუნიტეტი არ აქვთ.

საქართველოს რომ შეადარო, ჩვენთან თუ რამე ვირუსი იყო, საქართველოს მოქალაქემ ყველაფერი გადაიტანა, პრაქტიკულად, ჯოგური იმუნიტეტი საქართველო ისეა ჩამოყალიბებული, მეტი რომ არ შეიძლება – „ვუჰანის“ ვარიანტი, „ალფა“, „დელტა“, „ბრიტანული“, მაგრამ ასეა თუ ისეა, ბოლო ერთი წელია საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ არის..

რაც ჩვენ სამ წელიწადში გადავიტანეთ, ახლა ჩინეთმა სამ თვეში უნდა გადაიტანოს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

„ფორტუნას“ შეკითხვაზე, თუ საქართველოში ჯოგური იმუნიტეტია ჩამოყალიბებული, რამდენად მოსალოდნელია მოვლენების დრამატული განვითარება და რა გავლენას მოახდენს ჩინეთის მზარდი ინფიცირების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაზე, გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამ ტალღას საქართველო ფიზიკურად ვერ ასცდება:

„როგორ მოვიდა კოვიდი საქართველოში? ჩინეთიდან. რამდენიმე ადამიანი იყო დაინფიცირებული და მთელი მსოფლიო რა დღეში ჩააგდო, ახლა თქვენ გეყოლებათ 800 მილიონი ინფიცირებული ადამიანი, ხალხო დაფიქრდით..

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, საქართველოში ხალხი ჭურში ზის და იქიდან გამოსვლა არ უნდა.. როდესაც ამხელა ქვეყანაში 800 მილიონი ადამიანი იქნება ინფიცირებული, შენ გგონია, ამ ტალღას ასცდები? ფიზიკურად ვერ ასცდები.

მდიდარმა ქვეყნებმა დიდი ინვესტიცია ჩადეს ჯანდაცვის სისტემაში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაში (ვაქცინაცია), რეანიმაციულ განყოფილებებს ამზადებენ.

რისთვის არის საქართველო მზად? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჩინური ვაქცინით აცრეს, „ფაიზერს“ რომელიც გააკეთეს, ვადა გაუვიდა. ახლა საქართველო აბსოლუტურად დაუცველია, რადგან საზოგადოება არავაქცინირებულია.

როდესაც ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, ჩვენ ვერ ავცდებით სიკვდილიანობას და რეანიმაციულ განყოფილებას – ეს ფაქტია“, – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე „ფორტუნასთან“.

 

„სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს ძალიან არასასიამოვნო ვარიანტს მივიღებთ“ – კოვიდი და მუტაციის საფრთხე

 

გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ კოვიდის ახალი ვარიანტის წარმოქმნას ასახელებს:

„რადგან 800 მილიონი ადამიანი იქნება დაინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ მუტაციის საშიშროება იქნება ძალიან მაღალი. რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, მით მეტი შანსია, რაღაც ახალი ვარიანტი ჩამოყალიბდეს.

უმრავლეს შემთხვევაში, ბუნჩულა, პატარა, საყვარელი ვარიანტია, რომელიც მსუბუქია, მაგრამ მილიონში არის ერთი უბედურება, რომელიც ჩნდება. ექსპერტები საუბრობენ, რომ, სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს კოვიდის ძალიან არასასიამოვნო ვარიანტს მივიღებთ“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

შეგვიძლია თუ არა, საქართველოში პანდემია დასრულებულად გამოვაცხადოთ: „ჩინეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი „საუკეთესო“ ადგილი ახალი მუტაციის გაჩენის“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები