LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

45
Capture

თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ თავად ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმ აღნიშნა, ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, თბილისს სჭირდება კორიფციისა და ნეპოსტიზმისგან დაცლილი, სუფთა გარემო.

“მე ამ ქალაქში დაავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც ძაან კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება”, – ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები