LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გამსახურდია ივანიშვილს და გახარიას მადლობას უხდის – მისი ძმის მკურნალობა “ქართუმ” დააფინანსა

922
გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმა გიორგი გამსახურდია თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ის ამბობს, რომ ყველა ხარჯი “ქართუმ” აიღო თავის თავზე.

“სალამი მეგობრებო,მოკლედ, ასეთი ამბავია, ჩემი ძმა ცოტნე გამსახურდია, თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად.

ის ელოდებოდა თავდასხმას - ცოტნე გამსახურდიას მეგობარი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ცოტნე გამსახურდია ფიქრობდა, რომ მამამისის საქმის გამოძიების გამო აუცილებლად მოუწყობდნენ დივერსიას

დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი “ქართუს” მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას. (რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს.(ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან).რაც შეეხება იმ რამოდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს”, – წერს გიორგი გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g