LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გილიგაშვილი: „სულ ვვარჯიშობდი, ჩემი მომრევი თითქოს, არ მეგონა დედამიწაზე არავინ. უცებ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა…“

10206
giorgi-giligashvili

გიორგი გილიგაშვილი მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან ახლახან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი რადიაციული იოდით მკურნალობა უნდა დაიწყოს.

გიორგი გილიგაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა:

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ერთი კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია. ახლა ჩამოვფრინდი საქართველოში. ეს საოცარი დღესასწაულები და ტკივილები მართლმადიდებულ წიაღში ვეცდები, რომ გავატარო მარხვითა და ლოცვით. აღდგომის შემდეგ, მეორე კვირას, კვლავ კონსტანტინოპოლს უნდა ვეახლო და როგორც მითხრეს, რამდენიმე დღე იზოლაციაში რადიაციული იოდით მკურნალობა ჩავიტარო. თუ სადმე მეტასტაზი არის დარჩენილი, იქაც რომ მოკლას, ასე ამიხსნეს ექიმებმა. ყველაფერი არის ლეგენდარულად, კარგად იქნება ღმერთით. რაც იქნება, იმას ვიღებ სიყვარულით.

გიორგი გილიგაშვილის და მხარდამჭერებს მადლობას უხდის: „სიყვარულით თქმული თითოეული სიტყვა თუ სურვილი, აუცილებლად გამოაჯანმრთელებს გიორგის…“

რა შეგიძლიათ უთხრათ მსგავსი განსაცდელის წინაშე აღმოჩენილ ადამიანებს?

დღე და ღამე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ვიყავი. სულ ვვარჯიშობდი, ჩემი მომრევი თითქოს, არ მეგონა დედამიწაზე არავინ. უცებ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. ასე რომ, არავინ თქვას, რომ ჩვენ ვერას დაგვაკლებს სნეულება. ყველას სამარე მოგველის, ვინც დედის მუცლით შობილაო, – ჩვენი ვაჟა ამბობს. ჩემი სათქმელის მიზანი ვინმეს შეშინება არ არის. უბრალოდ, თუ გინდა, სიცოცხლე უფრო დატკბეს და გალამაზდეს, გახსოვდეს, რომ გარდაცვალების ჟამი ახლოა“.

„გიორგის ტკბილმა ხმამ გამაღვიძა, რომელიც ოპერაციის შემდეგ არ ჰქონდა“ – გიორგი გილიგაშვილის და ძმის შესახებ წერს

გიორგი გასვიანი მძიმე დაავადების მქონე გიორგი გილიგაშვილს ამხნევებს: „ზუსტად ვიცი, ყველაფერს მარტივად დაამარცხებ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები