ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან „გურული დღიურების ფონდი“ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია“, – წერს გიორგი კეკელიძე.

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05